5 ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მეორე ტური იქნება | ცესკოს წინასწარი მონაცემები

პუბლიკა

2021 წლის არჩევნებში თბილისისა და 4 ქალაქის: რუსთავის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერებთან ერთად, მოქალაქეები 59 თვითმმართველი თემის მერს ირჩევენ.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და ფოთში ცესკოს წინასწარი მონაცემებით მეორე ტური გაიმართება. აქედან ქუთაისსა და ბათუმში არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციის კანდიდატები ლიდერობენ.

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, მათი მერების არჩევნების უმეტესობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. ამ მონაცემებით მეორე ტური გაიმართება 15 მუნიციპალიტეტში, საიდანაც ორში ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს:

თელავი:

(დათვლილია ხმების 76.36%)

  • ლევან ანდრიაშვილი, „ქართული ოცნება“ – 47.18%
  • გიორგი ბოტკოველი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 44.96%

თიანეთი:

ცესკოს მიხედვით, თიანეთში დათვლილია ხმების 100% და მეორე ტური გაიმართება. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს თამაზ მეჭიაური დაუპირისპირდება.

  • ლევან წიკლაური, „ქართული ოცნება“ – 43.19%
  • თამაზ მეჭიაური, „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 30.09%

ქარელი:

(დათვლილია ხმების 87.5%)

  • ზაზა გულიაშვილი, „ქართული ოცნება“ – 45.77%
  • ნიკოლოზ ახალკაცი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 33.59%

ხაშური:

(დათვლილია ხმების 86.79%)

  • თენგიზ ჩიტიაშვილი, „ქართული ოცნება“ – 44.29%
  • იოსებ ბუაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 35.53%

ცაგერი:

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ცაგერშიც, სადაც თიანეთის მსგავსად დათვლილია ხმების 100%. მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს“ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატი დაუპირისპირდება.

  • გიორგი ნემსაძე, „ქართული ოცნება“ – 49.34%
  • ბესარიონ ბენდელიანი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 35.02%

ბაღდათი:

(დათვლილია ხმების 96.77%)

  • კახა ენუქიძე, „ქართული ოცნება“ – 49.52%
  • გიორგი რობაქიძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 36.19%

წყალტუბო:

(დათვლილია ხმების 39.13%)

  • გენადი ბალანჩივაძე, „ქართული ოცნება“ – 46.83%
  • ზაზა მეტრეველი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 43.02%

ოზურგეთი:

(დათვლილია ხმების 44.44%)

  • ავთანდილ თალაკვაძე, „ქართული ოცნება“ – 42.03%
  • ირაკლი ღლონტი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 21.41%

სენაკი:

(დათვლილია ხმების 36.36%)

  • ვახტანგ გადელია, „ქართული ოცნება“ – 41.41%
  • კობა ნაყოფია, „ნაციონალური მოძრაობა“ – 40.23%

მარტვილი:

(დათვლილია ხმების 80%)

  • თორნიკე ჯანაშია, „ქართული ოცნება“ – 42.41%
  • თეიმურაზ ჯანაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ – 37.92%

ხობი:

(დათვლილია ხმების 66.67%)

  • დავით ბუკია, „ქართული ოცნება“ – 46.56%
  • ბესიკი შენგელია, „ნაციონალური მოძრაობა“ – 35.24%

ზუგდიდი:

(დათვლილია ხმების 49.54%)

  • ანზორ მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ – 47.4%
  • მამუკა, წოწერია, „ქართული ოცნება“ – 40.71%

წალენჯიხა:

(დათვლილია ხმების 82.76%)

  • გიორგი ხარჩილავა, „ნაციონალური მოძრაობა“ – 41.02%
  • გოგა გულორდავა, „ქართული ოცნება“ – 37.17%

ჩხოროწყუ:

(დათვლილია ხმების 60.71%)

  • დათო გოგუა, „ქართული ოცნება“ – 46.53%
  • ბადრი ქარჩავა, „ნაციონალური მოძრაობა“ – 34.9%

ხელვაჩაური:

(დათვლილია ხმების 91.49%)

  • ზაზა დიასამიზე, „ქართული ოცნება“ – 42.9%
  • მიშა ბოლქვაძე, „ნაციონალური მოძრაობა“ – 41.18%