50-მდე ევროპარლამენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანონ.
„ბ-ნი სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებულად გაუარესების გათვალისწინებით, ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემოთჩამოთვლილი ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ თანამგრძნობ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: აუცილებელია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია მიიღოს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარება“,- ნათქვამია გავნცხადებაში.
წერილის ადრესატები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ავტორებს შორის არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუშტრევიჩუსი, რაფაელ გლუკსმანი, მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარიამ ლექსმანი და ა.შ.