პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს.
განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, დევნილებს ფართები დაუკანონდა მუნიციპალიტეტებში: ზუგდიდი, მცხეთა, წყალტუბო, ხონი, აბაშა, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი.
„ჯამში გადაეცა, როგორც საცხოვრებელი ფართები, ისე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ჯამში 1 375 დევნილი ოჯახი გვყავს, რომელსაც 11 ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფარგლებში, საკუთრება დაუკანონდათ. ასევე გვყავს 83 დევნილი ოჯახი, რამდენიმე ასეული დევნილი, რომელსაც ასევე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე ფართები დაუკანონდა. შესაბამისად, ისინი ამ ფართების გამოყენებას და თავიანთი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სრულფასოვნად შეძლებენ“, – განაცხადა მინისტრმა.