504 ახალი შემთხვევა, 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 6 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 18 288 ტესტი, მათ შორის 8 505 ანტიგენის და 9 783 PCR- ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.76 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.92%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.99%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 201 პირი, გარდაიცვალა 17 პაციენტი. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 333 505-მდე. გარდაცვლითა რაოდენობა კი – 4 910-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: 

  • თბილისში გამოვლენილია 258 შემთხვევა;
  • აჭარა – 50;
  • იმერეთი – 50;
  • ქვემო ქართლი – 36;
  • შიდა ქართლი – 15;
  • გურია – 7;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48;
  • კახეთი – 24;
  • მცხეთა-მთიანეთი – 8;
  • სამცხე-ჯავახეთი – 8;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 10 657-ია, საიდანაც 3 418 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 207 პირი იმყოფება, 630 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 6 609 მოქალაქე ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.