504 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი | კორონავირუსის 17 მაისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 11 665 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 504  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 038 პირი, გარდაიცვალა 27 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.32%

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 665 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 137 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 528 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.32%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.90%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.84%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 038  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 310 859-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 469 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 504 ახალი შემთხვევიდან: 

  • თბილისში გამოვლენილია 263 შემთხვევა
  • აჭარა – 53
  • იმერეთი – 50
  • ქვემო ქართლი – 20
  • შიდა ქართლი – 13
  • გურია – 4
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 44
  • კახეთი – 33
  • მცხეთა-მთიანეთი –  7
  • სამცხე-ჯავახეთი – 11
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 525, საიდანაც: 4 395 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  2 419, აჭარაში – 499, იმერეთში – 571.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 920 პირი, მათ შორის, თბილისში – 443, აჭარაში – 96, იმერეთში -165.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 213 პირი, მათგან თბილისში – 142, აჭარაში – 6, იმერეთში – 16. 657 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 261- აჭარაში. 10 473 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 67 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 57, ხოლო აჭარაში – 9.

სულ  6 ოქტომბრიდან – 16 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 664 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 074 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 332 პირი, აჭარაში – 1 482, იმერეთში – 1 855.