51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა

პუბლიკა

თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მოქალაქეს, რომელიც პოლიციამ დააკავა, ცივი იარაღები ჰქონდა და თვითდაზიანებით იმუქრებოდა.

მათივე თქმით, მოქალაქე თავდაპირველად ავტომობილით ბოძს შეეჯახა, იქიდან გადმოსული კი პოლიციას ეუბნებოდა, რომ არ მიახლოებოდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცივი იარაღით თავს დაიზიანებდა.

პოლიციამ მის წინააღმდეგ სპეციალური ქაფი გამოიყენა.

შსს-ს ცნობით, პირი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.