51 გარდაცვლილი და 25 161 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 9 თებერვლის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 72 587  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 25 161  ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 51 და გამოჯანმრთელდა 16 789   პაციენტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 34.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.26% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.45%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 351 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 11 857 შემთხვევა, აჭარა – 2 011, იმერეთი – 3 730, ქვემო ქართლი – 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია – 642, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 253, მცხეთა-მთიანეთი – 597, სამცხე-ჯავახეთი – 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 106.

ამ ეტაპზე 1 252 მძიმე პაციენტია – თბილისში – 483, აჭარაში – 149, იმერეთში – 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პაციენტი: თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში: 1 185 – თბილისში, 487 – აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.