თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს გამოვლენილი 44 ახალი შემთხვევიდან 7 ე.წ. „დონას“ კლასტერიდანაა, 12-ის ინფიცირების წყარო ქალაქი ბათუმია; 12 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ეზუგბაიას თქმით, 2 არის ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირი. 5 შემოტანილი შემთხვევაა, 3 – სამედიცინო პერსონალია, 3 შემთხვევაზე კი გრძელდება კონტაქტების მოკვლევა.
„გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა გახლავთ 75. კოვიდცენტრებში მკურნალობს 421 პაციენტი. მათგან კრიტიკულად მძიმე კვლავ სამი პაციენტია, მძიმეთა სიაში გახლავთ 17 პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით ინფიცირებულთა საერთო ციფრი 1773-ია. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 4-ით გაიზარდა.
StopCov.ge-ს მონაცემებით,
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1773
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1325
- მათ შორის გარდაცვლილი – 19
- კარანტინის რეჟიმში – 5882
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41