53% აცხადებს, რომ მთავრობა პანდემიას კარგად უმკლავდება, 37% ამბობს, რომ ცუდად – NDI

პუბლიკა

შეკითხვაზე, როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას, გამოკითხულთა 53 პროცენტი აცხადებს, რომ კარგად, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.

გამოკითხულთა 37 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობა ცუდად უმკლავდება პანდემიას. შეკითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 10-მა პროცენტმა.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.