დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2039 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გამოჯანმრთელდა 2192 პაციენტი, გარდაიცვალა – 56 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 31 532 ტესტი ჩატარდა.
დადებითობის მაჩვენებელია, დღიური – 6,47%, ბოლო 14 დღის – 7,31%, ბოლო 7 დღის – 7,2%
სულ ჩატარებულია 1 610 309 აცრა, დღიურად აცრილია – 19 148 ადამიანი;
კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 52; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 626; კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 276.