დღეს თანადგომის დროა, გავიდეთ 7-ზე და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველისკენ - ხოშტარია

პუბლიკა

მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია წერს, რომ დღეს არის თანადგომის დრო და მხარდაჭერა უნდა გამოხატოს მოქალაქეებმა უკრაინის მიმართ.

„შაბათამდე ვერ გავჩერდებით. დღეს თანადგომის დროა. მთავრობა არაფერს არ იზამს. გავიდეთ და გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ახლა იწერება ისტორია, მათ შორის ჩვენი. დღეს 7-ზე რესბუბლიკის მოედანზე გავიდეთ და ჯაჭვით დავიძრათ რუსთაველზე, “- წერს ელენე ხოშტარია.

„დროას“ ინიციატივით უკრაინის მხადასაჭერი აქცია შაბათს უნდა გამართულიყო და დაგეგმილი იყო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება. თუმცა, აქცია დღეს გაიმართება.


რუსეთი დღეს, 24 თებერვალს,  დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.