Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 987 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 804 პირი, გარდაიცვალა 57 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 804 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 768 559-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 736 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 331 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 1 623 შემთხვევა, აჭარა – 184, იმერეთი – 822, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 428, გურია – 86, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 326, კახეთი – 311, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 133, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.