578 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის 19 აპრილის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 9 750 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების  578   ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 659 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  5.93 % 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 750 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 650 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 100 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 578 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  295 936-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.93 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.06%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.58%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 659 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  281 574-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 949 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 578 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 321 შემთხვევა
  • აჭარა – 57
  • იმერეთი – 35
  • ქვემო ქართლი – 20
  • შიდა ქართლი – 7
  • გურია – 16
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 80
  • კახეთი – 23
  • მცხეთა-მთიანეთი – 10
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 387, საიდანაც: 3 174 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 720, აჭარაში – 413, იმერეთში – 377.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 563 პირი, მათ შორის, თბილისში – 292, აჭარაში – 75, იმერეთში -76.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი, მათგან თბილისში – 66, აჭარაში – 8, იმერეთში – 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 16 260  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8 577 პირი, აჭარაში – 2 098, იმერეთში – 1 189.