58 გარდაცვლილი და 4 921 ახალი შემთხვევა | 19 აგვისტოს კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 4 471 პირი და გარდაიცვალა კიდევ 58 ადამიანი.

NCDC-ის ცნობით, საქართველოში ამ ეტაპისთვის ჯამში 57 704 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში აიცრა 26 363 ადამიანი. 19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.