59%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის – NDI

პუბლიკა

მოსახლეობის 59%-ის აზრით, საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის,  – ნათქვამია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დღეს გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევაში.

შეკითხვაზე, რას ნიშნავს თქვენთვის დემოკრატია, 54%-ისთვის ეს არის სიტყვის/მედიის თავისუფლება/განსხვავებული აზრის მოსმენა, 33%-ისთვის  – თანასწორობა კანონის წინაშე და სამართლიანობის დაცვა. ასევე 33%-ის აზრით, დემოკრატია ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვას.

დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება


აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.