590 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის 25 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 918  ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 247 ადამიანი, გარდაიცვალა 10 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.82%

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 698 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა – 28, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 20, შიდა ქართლი – 34, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46, კახეთი – 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 16 889  საიდანაც, 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 374, აჭარაში – 53, იმერეთში – 141.

ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 189 პირი, მათ შორის, თბილისში – 107, აჭარაში – 27, იმერეთში – 30. 16 175 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.