6 ახალი პაციენტიდან 3 მცირეწლოვნის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა – ბოჭორიშვილის კლინიკა

პუბლიკა

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორიში 65 პაციენტი მკურნალობს, მათგან 51 კოვიდ-19-ითაა ინფიცირებული. კლინიკაში არსებული ეპიდსიტუაციის შესახებ ჟურნალისტებთან სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, მაკა სოლოღაშვილმა ისაუბრა.

„56-დან 10-ია 18 წლამდე ასაკის მოზარდი, 6 ახალი პაციენტია გადმოყვანილი დადასტურებული დიაგნოზით. მათგან 5 არის ბოლნისის კლასტერი, ერთი კი – კარანტინიდან.  [სხვა] 6 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. 2 მოზრდილი გამოჯანმრთელდა.

ახალი სამი მცირეწლოვნის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის ამ ეტაპზე“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

დღეს დილას stopcov,ge-ზე განახლებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 671, ხოლო გამოჯანმრთელების 393 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 12 პაციენტი, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.