6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გაიხსნება - გასტრონომიის ასოციაცია

პუბლიკა

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის დირექტორის, ლევან ქოქიაშვილის თქმით, შაბათს, 6 თებერვალს რესტორანთა ნაწილი თვითნებურად გაიხსნება.

„სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“,- წერს ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, მხოლოდ გატანა-მიტანის სერვისით აგრძელებენ მუშაობას.