60 გარდაცვლილი და 2 354 ახალი შემთხვევა | 23 აგვისტოს COVID-სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 60 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემების მიხედვით, გამოვლინდა 2 354 ახალი სემთხვევა და გამოჯანმრთელდა 5 200 პირი.

NCDC-ის ინფორმაციითვე, საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 56 753-ს შეადგენს.