60 გარდაცვლილი და 2 515 ახალი შემთხვევა | 15 სექტემბრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქარართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში COVID-19-ით კიდევ 60 ადამიანი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, გამოჯანმრთელდა 2 829 კოვიდინფიცირებული.

ამ დროისთვის, NCDC-ის ცნობით ქვეყანაში ფიქსირდება კორონავირუსის 27 398 აქტიური შემთხვევა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.81%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.61% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.32%.


დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა – 159, იმერეთი – 393, ქვემო ქართლი – 151, შიდა ქართლი – 143, გურია – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 251, კახეთი – 338, მცხეთა-მთიანეთი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 64, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25.