„სამწუხაროა, რომ 600-კაციან პარლამენტში 55-მა ადამიანმა ისეთი ცვლილება შეაპარა, რომლითაც თავად ამ რეზოლუციასაც გარკვეული ხინჯი მიაყენა იმით, რომ რეზოლუცია, რომელიც ეხება რუსეთის აგრესიას და უკრაინას, შემოიტანეს ვიწრო პოლიტიკური და პარტიული თემა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”. – ამბობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდა.
„საქართველო გაერო-ს რეზოლუციის მხარდამჭერი და თანაავტორი იყო. ასევე, როცა IPU-ის ასამბლეაზე საქართველო რეზოლუციის მხარდამჭერი იყო, იმ ფონზე, როდესაც ევროსაბჭოში ასეთი მეთოდებით ხდება ამგვარი ჩანაწერების შეპარება რეზოლუციაში. ამით თავად ის ადამიანები, რომლებიც ამ შესწორების ავტორები იყვნენ და ჩვენ ვიცით, რომ აქ იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსი, სამწუხაროდ, აკნინებენ ამ რეზოლუციის მნიშვნელობას, როცა ფრხილებში ჩაწერილი პარტიული მესიჯებია მასში მოხვედრილი. აქედან გამომდინარე იყო, საბოლოო ჯამში, ეს პოზიცია. რაც შეეხება თავად რეზოლუციას, არათუ ჩვენი მხარდაჭერა, არამედ თანაავტორები ვიყავით ამ რეზოლუციის“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.
როგორც უკვე ვიცით რეზოლუციას, რომლის შესახებ პაპუაშვილი საუბრობს, მეოთხე შეწორებად დაემატა ჩანაწერი პოლიტიკური პატიმრების შესახებ, სადაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული.
ამ თემაზე კომენტარი „მოქალაქეების„ ლიდერმა ლევან იოსელიანმაც გააკეთა:
“გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციას, ბევრი ხმაური მოყვა. ამ რეზოლუციას, ცხადია მე მხარი დავუჭირე, თუმცა არ დავუჭირე მის მეოთხე შესწორებას, სადაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაა მოხსენიებული.
რახან ერთიანი ხმის მიცემის შედეგებში ჩემი ხმა არ ჩანს, ვიღაცემა ჩათვალეს, რომ რეზოლუციის ტექსტს მხარი არ დავუჭირე. რა თქმა, უნდა ამ ხმის მიცემის ჩამონათვალში, ჩემი ხმა არ გამოჩნდებოდა, იმიტომ რომ თუ გინდა რომ რეზოლუციას, რომელიმე შესწორების გარეშე დაუჭირო მხარი, ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე უნდა განაცხადო ზეპირსიტყვიერად და შემდეგ რეზოლუციის შედეგებს ჩანაწერის სახით აეკრობა შენი მხარდაჭერა. როგორც სქრინში ჩანს.
ამგვარად, თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, მეგობრებო ასამბლეის ვებ -გვერდზე, 14 ოქტომბრის ზეპირსიტყვიერ ჩანაწერებში იპოვით ჩემს მხარდაჭერას. კენჭის ყრის დღეს ჩემი ხმა, ტექნიკურად არ დაფიქსირდა, რის გამოც მეორე დღეს სესიაზე განვაცხადე რომ ჩაესწორებინათ და დაეფიქსირებინათ, ესეც ოფიციალურ ხმის მიცემად ითვლება. მსგავსი ფორმით ხმის მიცემა ასამბლეაში მიღებული და ხშირი პრაქტიკაა. ამიტომ რეზოლუციას ჩანაწერის სახით ახლავს ლევან იოსელიანის მხარდაჭერაც, რაც PACE-ს ოფიციალურ გვერდზე ჩანაწერებში ჩანს კიდევაც.”