600-მდე მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს ლადო აფხაზავას.
მასწავლებლები ერთობლოვ განცხადებას ავრცელებენ, სადაც კოლეგაზე განხორციელებულ ძალადობას გმობენ და მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს ეფექტურად და დროულად გამოიძიონ აღნიშნული ძალადობის საქმე.
მასწავლებლები წერენ, რომ მათ კოლეგაზე განხორციელებული ძალადობა არის ,,სახიფათო პრეცედენტი”, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.
,,Მასწავლებლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ვგმობთ 5 მაისს ჩვენი კოლეგა ლადო აფხაზავას მიმართ განხორციელებულ ძალადობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. Სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. Მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ. Კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება. Ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული. Შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ძალადობის ფაქტი. ჩვენ, ხელის მომწერნი, ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას ლადო აფხაზავას და ყველა მასწავლებლის მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერს 530-ზე მეტი მასწავლებელი. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელს, პედაგოგ ლადო აფხაზავას თავს დაესხნენ გუშინ, 5 მაისს საკუთარ სახლთან.
მან ,,პუბლიკას” უთხრა, რომ იყო შვილთან ერთად, რა დროსაც ჯოხით გაეკიდნენ.
აფხაზავა მასზე განხორციელებულ თავდასხმას რუსული კანონის გაპროტესტებას და აქციებში მონაწილეობას უკავშირებს.
გამოძიება შსს-მ აფხაზავაზე თავდასხმის საქმეზე ძალადობის მუხლით დაიწყო.
დაკავებული ჯერ არავინაა.