თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე გათავისუფლდება იჯარის გადასახადისგან. საუბარია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, რომლებიც მეწარმეებს იჯარით აქვთ აღებული.
„ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომელიც სხდომაზე გავაჟღერეთ. გავათავისუფლებთ იმ 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს იჯარის გადასახადისგან, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ“, – განაცხადა კახა კალძემ.
თბილისის მერის თქმით, იჯარის გადასახადისგან მეწარმეები გათავისუფლდებიან მარტის, აპრილისა და მაისის განმავლობაში.