კომპანია Nestlé ამბობს, რომ რუსეთისთვის KitKat-ისა და Nesquik-ის ბრენდების მიწოდებას შეწყვეტს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმითვე, მათ უკვე შეაჩერეს არაპირველადი მოხმარების პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი რუსეთში.
„უკრაინაში ომი მძვინვარებს, რუსეთში ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება პირველად მოხმარების საკვების მიწოდებაზე, როგორიცაა ჩვილ ბავშვთა და ჰოსპიტალური კვება და არა მოგებაზე. ამგვარი მიდგომა შეესაბამება ჩვენს მიზანს და ღირებულებებს. ჩვენ ვიცავთ კვების ძირითადი უფლების უზრუნველყოფის პრინციპში“, – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.
Nestlé ამბობს იმასაც, რომ მათ შეწყვეტის რუსეთში პროდუქტის რეკლამირება და ყველა კაპიტალური ინვესტიცია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვემორჩილებით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა საერთაშორისო სანქციას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ველით ქვეყანაში რაიმე სახის მოგების მიღებას, ნებისმიერი სარგებელი გადაეცემათ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა კომპანია Nestlé-ს რუსეთიდან არგასვლას. მან შვეიცარიის ხელისუფლების მისამართით გააკეთა განცხადება:
„…კარგი საკვები, კარგი ცხოვრება – ეს არის Nestlé-ს სლოგანი, თქვენი კომპანიის, რომელიც რუსეთის დატოვებაზე უარს ამბობს და ახლაც, როდესაც იქიდან ევროპის სხვა ქვეყნების მიმართ ისმის მუქარა. არა მარტო ჩვენთვის…“, – განაცხადა ზელენსკიმ.