$61-მილიარდიანი დახმარება უკრაინას - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილება

პუბლიკა

311 ხმა 112-ის წინააღმდეგ – რამდენიმე თვიანი განხილვისა და დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას.

პალატაში გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ზოგიერთმა მათგანმა უკრაინის დროშები ააფრიალა.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და აღნიშნა:

„დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, სანამ ამერიკა მის დაცვაში დაეხმარება. აშშ-ს სასიცოცხლო მნიშვნელობის კანონპროექტი, რომელიც დღეს მიიღო პალატამ, ხელს შეუშლის ომის გაფართოებას, გადაარჩენს ათასობით სიცოცხლეს და დაეხმარება ჩვენს ორივე ერს გაძლიერებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინისთვის ამ დახმარების გამოყოფა რამდენიმე თვით გაჭიანურდა რესპუბლიკური პარტიის მოსაზრებების გამო.

BBC-ის ცნობით, უკრაინელ ჯარისკაცებს საბრძოლო მასალის დეფიციტის გამო ჭურვების გამოზოგვა უწევთ 1200 კილომეტრზე მეტი სიგრძის ფრონტის ხაზზე.