სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, 62 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ერთ-ერთი პირველი პაციენტი იყო კლინიკის, მკვეთრად დადებითია. რატიანის თქმით, ქალის ანალიზი ლუგარშია გაგზავნილი ტესტირებაზე და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მას რამდენიმე დღეში გაწერენ საავადმყოფოდან.
„თქვენ იცით, რომ ორმა პაციენტმა დღეს დატოვა კლინიკა. რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს… კრიტიკული დეპარტამენტის განყოფილებაში მკურნალობს 6 პაციენტი, აქედან იცით, რომ ჩვენი პირველი პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ქალბატონი, რომელიც იყო 62 წლის, მისი ანალიზი დღეს გაიგზავნა განმეორებით ტესტირებაზე, თუ მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ალბათ დღეს გაეწერება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 188 შემთხვევა დასტურდება. მათ შორის: გამოჯანმრთელებული – 36; გარდაცვლილი – 2; კარანტინის რეჟიმშია 5056, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 386 ადამიანი.