63 გარდაცვლილი და 2 676 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 28 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 966 პაციენტი, გარდაიცვალა 63 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 42 772 კვლევა ტესტით.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელია 5.02%, ბოლო 14 დღის – 5.74%

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 377 აცრა.