ამერიკის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველო 64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას მიიღებს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ამერიკის მთავრობის დაფინანსებით USAID/Georgia იწყებს $64 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებას საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშესაწყობად. ეს დაფინანსება აშშ-საქართველოს შორის არსებული განვითარების ხელშეწყობის შეთანხმების ნაწილია, “- ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.