მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშების პარალიზებას - ურსულა ფონ დერ ლეიენი

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშების პარალიზებას მოახდენს.

„შესაბამისად გაიყინება მისი ტრანზაქციები და ცენტალური ბანკისთვის შეუძლებელი გახდება თავისი ანგარიშების ლიკვიდურობის უზრუნველყოფა“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლეიენი.

რუსეთისთვის ახალი შეზღუდვების დაწესების შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს საღამოს ბრიფინგზე ისაუბრა.