656 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 24 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 469 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 656  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 861  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.15 %

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 30 469 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 944 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 525 PCR ტესტით.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  361 484-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.15 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.45%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 861 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 347 653-მდე.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 228 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 368 შემთხვევა
  • აჭარა – 48
  • იმერეთი – 55
  • ქვემო ქართლი – 52
  • შიდა ქართლი – 22
  • გურია – 8
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 37
  • კახეთი – 49
  • მცხეთა-მთიანეთი – 7
  • სამცხე-ჯავახეთი – 9
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577 საიდანაც: 2 612 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  1 420, აჭარაში – 161, იმერეთში – 343. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 674 პირი, მათ შორის, თბილისში – 307, აჭარაში – 46, იმერეთში -151.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, მათგან თბილისში – 106, აჭარაში – 8, იმერეთში – 12. 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 356 – თბილისში, 218- აჭარაში. 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 29, ხოლო აჭარაში – 4.

სულ  6 ოქტომბრიდან – 23 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 876 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 745, პირი, აჭარაში – 779, იმერეთში – 1 060.