Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 51 749 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 397 პირი, გარდაიცვალა 67 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.92%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.75% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.39%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 397 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 799 850.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 258 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა – 189, იმერეთი – 675, ქვემო ქართლი – 247, შიდა ქართლი – 401 გურია – 111, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი – 252, მცხეთა-მთიანეთი – 102, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 29.