67 გარდაცვლილი და 4 104 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 7 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარდა 37 115 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 752 855-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 4 627 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.06%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.58% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.45%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 67 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 10 435 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა;
  • აჭარა – 168;
  • იმერეთი – 766;
  • ქვემო ქართლი – 283;
  • შიდა ქართლი – 246;
  • გურია – 110;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 322;
  • კახეთი – 420;
  • მცხეთა-მთიანეთი – 59;
  • სამცხე-ჯავახეთი – 80;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა – 53 613.