671 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი | კორონავირუსის 18 ივნისის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 28 593 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 671 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 657 პირი, გარდაიცვალა 17 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 357 591-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.50%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 657 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 343 734-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 131 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 376 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 72, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 41, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26, კახეთი – 36, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.