Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 544 ტესტი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების დაფიქსირდა 68 ახალი შემთხვევა.
მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 544 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 054 PCR ტესტით. 5 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.55% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.25%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე გადანაწილდა:
თბილისი – 1 872 შემთხვევა, აჭარა – 178, იმერეთი – 1 045, ქვემო ქართლი – 396, შიდა ქართლი – 429, გურია – 105, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 384, კახეთი – 488, მცხეთა-მთიანეთი – 144, სამცხე-ჯავახეთი – 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.