ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 15 792 ტესტი, გამოჯანმრთელდა 788 პირი, გარდაიცვალა 13.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 688 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება:
- თბილისი – 295 შემთხვევა;
- აჭარა – 23,
- იმერეთი – 126,
- ქვემო ქართლი – 31,
- შიდა ქართლი – 45,
- გურია – 32,
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 69,
- კახეთი – 50,
- მცხეთა-მთიანეთი – 7,
- სამცხე-ჯავახეთი – 7,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 573, მძიმე პაციენტია 559 პირი, 292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, 2 897 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 487 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 15 348 ადამიანი.