Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 32 741 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 421 კვლევა ანტიგენის და 14 320 – PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.07%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.93%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.21%.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 512 პირი ემსხვერპლა.
ჯამურად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 924 368-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 841 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 881 863-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 661 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 836 შემთხვევა;
- აჭარა – 147;
- იმერეთი – 228;
- ქვემო ქართლი – 79;
- შიდა ქართლი – 56;
- გურია – 42;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108;
- კახეთი -94;
- მცხეთა-მთიანეთი -42;
- სამცხე-ჯავახეთი – 22;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 967-ია, საიდანაც 5 121 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მათგან მძიმე პაციენტია 1 245 და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 301 მოქალაქე.
920 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 22 926 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.