71 გარდაცვლილი და 986 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 27 დეკემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 19 701 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 986 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, გარდაიცვალა 71 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.86% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.13%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 193 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 885 056.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 71 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 583 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 986 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 542 შემთხვევა, აჭარა – 95, იმერეთი – 118, ქვემო ქართლი – 30, შიდა ქართლი – 30, გურია – 25, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 54, კახეთი -52, მცხეთა-მთიანეთი -20, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.