Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 842 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 695 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 797 პირი, გარდაიცვალა 16 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 37 842 კვლევა ტესტით, აქედან 23 931 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 911 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 352 649-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 10 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.84 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.67%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.44%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 797 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 337 820-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 012 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი გამოვლენილია 389 შემთხვევა
- აჭარა – 47
- იმერეთი – 55
- ქვემო ქართლი – 64
- შიდა ქართლი – 26
- გურია – 7
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 46
- კახეთი – 32
- მცხეთა-მთიანეთი – 9
- სამცხე-ჯავახეთი – 18
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791, რომელთაგან 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 801, აჭარაში – 302, იმერეთში – 392.
ამ ეტაპზე 688 მძიმე პაციენტია, აქედან თბილისში – 309, აჭარაში – 79, იმერეთში -142.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 188 პირი, მათგან თბილისში – 116, აჭარაში – 13, იმერეთში – 13. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 – თბილისში, 224- აჭარაში.
6 021 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 38, ხოლო აჭარაში – 0.
სულ 6 ოქტომბრიდან – 10 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 841 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 144 ადამიანი, აქედან თბილისში – 6 088, აჭარაში – 1 729, იმერეთში – 1 053 პაციენტი.