698 ახალი შემთხვევა, 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის 29 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 698 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 036 პირი, გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  22 903 კვლევა, მათ შორის 20 175 ანტიგენის და 2 728 PCR-ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.05%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.12%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 698 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 254 შემთხვევა, აჭარა – 19, იმერეთი – 102, ქვემო ქართლი – 39, შიდა ქართლი – 50, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 63, კახეთი – 54, მცხეთა-მთიანეთი -19, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 32.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 8 055, საიდანაც 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 159 პირი, 7 463 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.