Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 34 104 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 614, გარდაიცვალა 9 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 104 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 282 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 822 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 362 183-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 348 267-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 237 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე განაწილდა:
- თბილისი – 418 შემთხვევა
- აჭარა – 36
- იმერეთი – 57
- ქვემო ქართლი – 51
- შიდა ქართლი – 36
- გურია – 2
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32
- კახეთი – 41
- მცხეთა-მთიანეთი – 12
- სამცხე-ჯავახეთი – 11
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 8 653 შემთხვევაა, რომელთაგან: 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში – 1 418, აჭარაში – 154, იმერეთში – 338.
ამ ეტაპზე 657 მძიმე პაციენტია, აქედან თბილისში – 303, აჭარაში – 43, იმერეთში -146.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთწებულია 166 პაციენტი. აქედან თბილისში – 104, აჭარაში – 7, იმერეთში – 14. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 – თბილისში, 218 – აჭარაში. 5 476 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 31, ხოლო აჭარაში – 4.
სულ 6 ოქტომბრიდან – 24 ივნისის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 878 პაციენტი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 923 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 698, პირი, აჭარაში – 697, იმერეთში – 1 087.