7-10 დღეში გამოჩნდება, რა როლი ითამაშა განხორციელებულმა და განუხორციელებელმა შეზღუდვებმა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მადლობას უხდის იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს და არ მივიდნენ ეკლესიებში. მისივე თქმით, ეს ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს.

„დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს იმიტომ, რომ ახალი შემთხვევების ზრდა იქნება. თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ“, – განაცხადა გამყრელიძემ „პირველ არხთან“.

მისივე თქმით, ტაძრებში ბევრი ადამიანი არ მისულა და დისტანცირების მექანიზმები მაქსიმალურად იყო დაცული.