7-15 აგვისტოს რუსთავში მხოლოდ B კატეგორიის გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი - სააგენტო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, ამიტომ  7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B“ კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

„ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება“, – აცხადებს სააგენტო.