7 521 ახალი შემთხვევა და 31 გარდაცვლილი | 18 იანვრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა, 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის ბოლო მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 3 160 კოვიდპაციენტი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 521 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 171 შემთხვევა, აჭარა – 801, იმერეთი – 792, ქვემო ქართლი – 285, შიდა ქართლი – 380, გურია – 193, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302, კახეთი -263, მცხეთა-მთიანეთი – 171, სამცხე-ჯავახეთი – 108, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -55.

StopCov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 006 864 , ბოლო 24 საათში – 7 521;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 934 667 , ბოლო 24 საათში – 3 160;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 512 , ბოლო 24 საათში – 31;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 56 367, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 38 892, PCR ტესტით – 17 475;
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 13,34%, ბოლო 14 დღის – 10%, ბოლო 7 დღის – 10,26%;
  • სულ აცრილია – 2 622 459, დღიურად აცრილია – 9 290;
  • კარანტინის რეჟიმში – 50;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 465
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 050.