7-8 მარტის აქციებში მონაწილე წერს, რომ 2000 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

მოქალაქე ჯანო მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 7-8 მარტის აქციებში მონაწილეობის გამო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

„2000-ლარიანი ჯარიმა აქციაზე დგომის გამო. ჩემ თავზე გამოვცადე „სამართლიანი სასამართლო“ და პოლიციელები რომლებიც „ემახურებინ საქართველოს“, – წერს ის.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენმ-ის წევრი ნიკა ნარსია 4200 ლარით დაჯარიმდა.

7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირი იყო დაკავებული.

საქალაქო სასამართლო აგრძელებს აქტივისტების საქმეების განხილვას და გადაწყვეტილებების გამოტანას.