საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 5 550 კოვიდპაციენტი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო 7 დღის – 16,61%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარა – 1 352, იმერეთი – 857, ქვემო ქართლი – 282, შიდა ქართლი – 266, გურია – 100, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 215, კახეთი -180, მცხეთა-მთიანეთი – 98, სამცხე-ჯავახეთი – 93, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.
Stopcov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 059 392 , ბოლო 24 საათში – 7 947
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 967 585 , ბოლო 24 საათში – 5 550
- მათ შორის გარდაცვლილი – 14 732 , ბოლო 24 საათში – 31
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 35 082, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 608, PCR ტესტით – 14 474
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 22,65%, ბოლო 14 დღის – 13,08%, ბოლო 7 დღის – 16,61%
- სულ აცრილია – 2 658 343, დღიურად აცრილია – 1 550
- კარანტინის რეჟიმში – 34
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 2 061