7 და 8 იანვარს დასაშვები იქნება ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა - მთავრობის დადგენილება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით, 2022 წლის 7 და 8 იანვარს დასაშვები იქნება საკლუბო ღონისძიებების გამართვა.

მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის გასართობი ღონისძიების გამართვა, მაგრამ ეს შეზღუდვა 7 და 8 იანვრის ღამეს ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე არ გავრცელდება.

„2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე შეზღუდვა არ ვრცელდება ელექტრონული მუსიკის მოსასმენ სივრცეებსა და ღამის კლუბებზე“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებს შეზღუდული რაოდენობით და რეგულაციების დაცვით 31 დეკემბერს და 1 იანვარსაც მიეცათ ღონისძიებების გამართვის ნებართვა.