7 დეკემბერს დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და მისი შვილი ვაკო ალავიძე.
ნიკოლოზ ალავიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წელს იკავებდა, ვაკო ალავიძე კი „საქართველოს ბანკის” თანამშრომელია.
ვაკო ალავიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა „საქართველოს ბანკმა“.
„ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე. საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!“,- ნათქვამია „საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„პუბლიკის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ სთხოვს ნათია გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ ალავიძის ცოლი საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს არ დააკაონ მისი ქმარი და შვილი.