7 გარდაცვლილი და 1 053 ახალი შემთხვევა | კორონავირუსის 22 მარტის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 21 614 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 053  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 067  პირი, გარდაიცვალა კიდევ 7 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  4.87%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა – 34, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 37, შიდა ქართლი – 65, გურია – 84, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 76, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 388, აჭარაში – 55, იმერეთში – 177. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 208 პირი, მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 28, იმერეთში – 33. 24 247 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.