საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 235 491-ს.
მთავრობის პრესცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი და დაფიქსირდა ვირუსით გარდაცვალების 28 ახალი შემთხვევა.
მთავრობის ცნობითვე, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.