7 ისრაელელი ტყვე ღაზიდან ისრაელში დააბრუნეს

პუბლიკა

7 ისრაელელი ტყვე ისრაელში დაბრუნდა. „ჰამასმა” ისინი ორგანიზაცია „წითელ ჯვარს გადასცა”.

ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ შვიდმა მძევალმა „ცოტა ხნის წინ გადაკვეთა ისრაელის სახელმწიფოს საზღვარი“.

ისრაელის არმია ასევე აცხადებს, რომ „წითელი ჯვარი“ ტყვეების მეორე ნაკადის წამოსაყვანად გაბრუნდა. მათაც დღეს გაათავისუფლებენ.

პარალელურად  ისრაელში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

პრეზიდენტის თვითმფრინავი თელ-ავივის გარეუბანში, ბენ-გურიონის აეროპორტში დაეშვა, რაც ქვეყანაში მისი მოკლე ვიზიტის დასაწყისია.

აეროპორტში ტრამპს დახვდნენ: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი ცოლი სარა, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ასევე – შვილი ივანკა ტრამპი, ქმართან ერთად და ტრამპის მრჩეველი ჯარედ ჯუშნერი.

ისრაელი და „ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე 9 ოქტომბერს შეთანხმდნენ. შეთანხმება, რომლის შუამავალიც ამერიკის შეერთებული შტატებია, პირველ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ ისრაელელი ტყვეების გათავისუფლებას, ისრაელის ჯარების ღაზიდან გასვლასა და ისრაელის მიერ დაპატიმრებული პალესტინელების ნაწილის გათავისუფლებას გულისხმობს.

ჯერჯერობით, უცნობია, თუ როგორ მოხდება „ჰამასის“ განიარაღება ან ვინ მართავს ღაზას პირველი ფაზის დასრულების შემდეგ. განიხილებოდა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის კანდიდატურა, თუმცა შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ასევე უცნობია, როგორ მოხდება ღაზის აღდგენა.